საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეში“ V-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ მარიკა ბუცხრიკიძის ხელმძღვანელობით, გამართეს ღონისძიება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მნიშვნელობასა და თავისუფლების იდეას ეძღვნებოდა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ლექსებით, მუსიკალური ნომრებითა და სხვადასხვა შემოქმედებითი წარმოდგენით გამოხატეს სამშობლოს სიყვარული, ეროვნული ერთიანობა და დამოუკიდებელი საქართველოსადმი პატივისცემა